საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი 14,9 პროცენტით შემცირდა
საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი 14,9 პროცენტით შემცირდა
15:50 13.10.2020
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 403.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3 314.1 მლნ. აშშ დოლარი
და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.
ბეჭდვა