ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამის გამარჯვებულ სტარტაპებს პროგრამის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ
ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამის გამარჯვებულ სტარტაპებს პროგრამის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ
23:23 08.10.2020
ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულ სტარტაპებს პროგრამის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში დამატებითი შესაძლებლობებისა და პრიზების შესახებ გააცნესინფორმაცია.

• თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს შესაძლებლობა აქვთ შეავსონ Economic Security Program - ის Market acceleration program grant- ი. მათგან სამი სტარტაპი გრანტით დაჯილდოვდება.

• იმფაქთ ჰაბ თბილისი საქართველოში ჰოლანდიის საელჩოსთან ერთად გამარჯვებული სტარტაპებისთვის აწესებს Startup Fellowship "Orange"- ს. შეირჩევა 6 სტარტაპი, რომელიც 4 თვის განმავლობაში მიიღებს ჰაბის საწევროს, რაც გულისხმობს სამუშაო სივრცით 24/7 სარგებლობას, ინდივიდუალურ კოლსულტაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის პროფესიონალებთან კონტაქტების დამყარებას და გამოცდილების გაზიარებას.

• საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ,, ნექსია თიეი“ გამოავლენს ორ რჩეულ სტარტაპს და საჩუქრად გადასცემს შემდეგ მომსახურებებს:
- გუნდის ორი წევრისთვის ტრენინგი ნექსია აკადემიაში საგადასახადო და ფინანსურ საკითხებზე
- GITA - ში წარსადგენი ფინანსური ანგარიშგებების მომზადება 1 წლის განმავლობაში.
შეთავაზება გამარჯვებულ ოცეულს:
- ბუღალტრული მომსახურება სპეციალურ ფასად - 300 ლარი ( დღგ-ს გარეშე)
- GITA - თვის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება უფასოდ გრანტის მთელი პერიოდის განმავლობაში.















• Ernst and Young -მა დააწესა სტარტაპების ბიზნეს მოდელზე მორგებული სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება და ტრენინგები მეოთხე კატეგორიის საწარმოების ინსტრუქციის მიხედვით.

• Sweeft Digital –ი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეხუთე რაუნდის გამარჯვებულ სტარტაპებში, ინდივიდუალური შერჩევის პრინციპით, IT ტექნოლოგიების მიმართულებით საჭირო სერვისის საფასურის ინვესტირებას მოახდენს.

• ტექნოლოგიური კომპანია UGT შეარჩევს ხუთ სტარტაპს, რომლებიც შეძლებენ ისარგებლონ Azure DevOps ხელსაწყოებით და UGT Cloud-ის Azure Stack ის ჰიბრიდულ ღრუბლოვან პლატფორმაზე გამოყოფილი რესურსით.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეხუთე რაუნდში 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა.


ბეჭდვა