„ლიბერთი ბანკი“ მომხმარებელს ახალ სერვისს - ონლაინ განვადებით შეძენილი პროდუქციის სახლში მიტანას სთავაზობს.
ახალი სერვისის პრეზენტაცია დღეს ბანკის სათავო ოფისში გაიმართა.
როგორც „ლიბერთი ბანკის“ გარე გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ასლანიშვილმა განმარტა, მომხმარებელს შეუძლია განაცხადი შეავსოს „ლიბერთი ბანკის“ შვილობილი კომპანიების ვებ-გვერდებზე www.freeshop.ge -სა და www.swoop.ge - ზე ბანკში მისვლის გარეშე.
„ლიბერთი ბანკი“ www.freeshop.ge-ის მეშვეობით მომხმარებლის მიერ გამოწერილი პროდუქციის სახლში მიტანას უზრუნველყოფს. განვადების ხელშეკრულება ადგილზე გაფორმდება.
გარდა ამისა, აღნიშნულ ვებ-გვერდებზე ფასდაკლება და სხვადასხვა ტიპის სერვისი მოქმედებს.
ასლანიშვილის განმარტებით, ყოველთვიურად www.freeshop.ge-ს 8 ათასამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და მხოლოდ ივლისში, ონლაინ განვადების სერვისით 200-ზე მეტმა კლიენტმა ისარგებლა. რაც შეეხება www.swoop.ge-ს, ვებ-გვერდი მომხმარებლს სხვადასხვა პროდუქტზე 30-90%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.
„თუ აქამდე მომხმარებელს ნებისმიერი ტიპის პროდუქტის ონლაინ განვადებით შეძენის დროს ადგილზე მისვლა უწევდა, ახლა მათ ეს აღარ დასჭირდებათ“-განაცხადა ასლანიშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში, ონლაინ განვადების სერვისის ჩართვა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე - www.eauction.ge-ზეც იგეგმება.
დღესვე, „ლიბერთი ბანკმა“ www.freeshop.ge -ს ონლაინ განვადების მე-100-ე და www.swoop.ge -ს ონლაინ განვადების პირველი მომხმარებლები დააჯილდოვა. მათ ბანკმა „gift card“-ის 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები გადასცა.
