ლარი კვლავ მნიშვნელოვნად გაუფასურდა
ლარი კვლავ მნიშვნელოვნად გაუფასურდა
17:13 22.09.2020
საქართველო ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში 3,253 - იან ნიშნულზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,826 ლარია.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო ბაზარზე 40 მილიონ დოლარს გაყიდის.

ბეჭდვა