პრეზიდენტის თქმით, თეთნულდზე კურორტის მშენებლობა 2013-2014 წლებში დასრულდება
პრეზიდენტის თქმით, თეთნულდზე კურორტის მშენებლობა 2013-2014 წლებში დასრულდება
18:51 13.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ სვანეთში, თეთნულდზე სათხილამურო კურორტის მშენებლობა 2013-14 წლებში დასრულდება.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მესტიის განახლებული მუზუმის გახსნისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, კურორტის მშენებლობის შესახებ ფრანგულ მხარესთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

„ამ საკითხზე მე პირადად ველაპარაკე საფრანგეთის პრეზიდენტს“-განაცხადა მან.

სააკაშვილმა უშგულის და თეთნულდის მიმართულებით გზის მშენებლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მესტიიდან უშგულამდე მგზავრობას მხოლოდ ნახევარი საათი უნდა სჭირდებოდეს.

მისივე განმარტებით, თეთნულდის გარდა, უახლოეს მომავალში კურორტები ეწერსა და უშგულშიც გაკეთდება.

„ნახეთ, როგორი სასტუმროები კეთდება აქ. მე მინდა, რომ თქვენ გამდიდრდეთ. სადაც ზამთრის ტურიზმია, იქ არ შეიძლება, სიღარიბე იყოს“ - განუცხადა პრეზიდენტმა ადგილობრივებს.

მისივე თქმით, სვანეთის მკვიდრებს მიწები დღემდე დაკანონებული არ აქვთ, ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით კი, მისი განკარგულებით, შეიქმნა კომისია, რომელიც ადგილობრივებისთვის საკუთრების დაკანონებაზე იმუშავებს.

ბეჭდვა