თბილისში პირველად საერთაშორისო ფორუმი “State and IT Eurasian Forum“ ჩატარდა
თბილისში პირველად საერთაშორისო ფორუმი “State and IT Eurasian Forum“ ჩატარდა
09:46 17.09.2020
თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „StrategEast State and IT Eurasian Forum“ ჩატარდა. ფორუმი ორგანიზებული იყო აშშ-ში დაფუძნებული „StrategEast“ ცენტრის მიერ, რომელიც ყოველწლიურად თავს უყირის IT - საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ სუბიექტებს. გასულ წელს ფორუმი უკრაინაშიგაიმართა, ხოლო წელს ამ საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქმაუმასპინძლა.

ფორუმმა თავიმოუყარაIT ინდუსტრიის ლიდერებს, მაღალი რანგის ამერიკელ, ევროპელ და რეგიონის ოფიციალურ პირებს, საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს, „Think Tank“-ებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გლობალურ ტექ-ანტერპრენერებს.
COVID-19 პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ფორუმი გაიმართა უჩვეულო - ონლაინ და ოფლაინ ფორმატებით. მონაწილეთა ერთმა ნაწილმა ისაუბრა სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიის დარბაზიდან, ხოლო მეორე ნაწილი, ვინც საქართველოში არ იმყოფებოდა, ღონისძიებას ონლაინ კონფერენციის ფორმატით შეუერთდა. ღონისძიების პირდაპირმა ეთერმა საშუალება მისცა თემით დაინტერესებულ აუდიტორიას ონლაინ ედევნებინა თვალი ფორუმის მსვლელობას.

ფორუმის მთავარი მომხსენებელი იყოპროფესორი ბეატა ჯავორიკი (Prof. Beata Javorcik) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტი.
StrategEast State and IT Eurasian Forum - ის პლენარულ და პანელურ სესიებზე განხილული იყო შემდეგი თემები:

● შრომის ბაზრის ტექნოლოგიური მომავალი;
● საჯარო სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია;
● ციფრულიმდგრადობა;
● ტექნოლოგიური განათლება;
● მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება;
● ხელოვნური ინტელექტი;
● IT ინდუსტრია საქართველოში;
● სტარტაპები;
● ცენტრალური აზია, როგორც ახალი IT ჰაბი;
● გლობალურიგანვითარებისსააგენტოებისროლი IT ინდუსტრიაში.

წელსფორუმისწამყვანთემადშეირჩა "ტექნოლოგია, როგორცწამალი" - ფორუმის მონაწილეებმაIT ინდუსტრია განიხილეს, როგორც ისეთი გლობალური კრიზისების მოგვარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, როგორიცაა COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი.

ბეჭდვა