საგარეო ვაჭრობის მოცულობამ მნიშვნელოვნად იკლო
საგარეო ვაჭრობის მოცულობამ მნიშვნელოვნად იკლო
12:10 14.09.2020
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 022.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.7 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშდოლარი იყო (14.7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 951.4 მლნ. აშშ დოლარი (17.5 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 2 880.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტი შეადგინა.
ბეჭდვა