„სილქნეტის“ აქციის ფარგლებში, უსადენო ტელეფონის ახალი მოდელი რეგიონებში ფასდაკლებით გაიყიდება
„სილქნეტის“ აქციის ფარგლებში, უსადენო ტელეფონის ახალი მოდელი რეგიონებში ფასდაკლებით გაიყიდება
16:27 13.09.2012
კახეთის რეგიონის რამდენიმე სოფელში მიმდინარე აქციის „SILKNET WI-FI”-ს ფარგლებში ჩართული აბონენტებისთვის, უსადენო ტელეფონის ახალი  მოდელი ფასდაკლებით გაიყიდება.

კომპანია „სილქნეტის“ ინფორმაციით, ინტერნეტის ინსტალაციიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, უსადენო ფიქსირებული ტელეფონის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ტელეფონის აპარატის ღირებულება 9 ლარი იქნება.

აბონენტი აღნიშნული ღირებულების გადახდასთან ერთად, სატელეფონო ანგარიშს 5 ლარით ავსებს.

„სილქნეტის“ ინფორმაციით, აღნიშნული პირობა СDMA WP850 მოდელზე ვრცელდება, რომლის ღირებულება აქციის გარეშე 38 ლარს შეადგენს.

„სილქნეტის“ ქსელში ჩართული უსადენო ტელეფონი მომხმარებელს ქალაქის ნუმერაციით გადაეცემა. აპარატის გადაადგილება ნებისმიერ ადგილას - თბილისსა და რეგიონშია შესაძლებელი, სადაც „სილქნეტის“ უსადენო ქსელია.




ბეჭდვა