თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
16:15 13.09.2012
საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმში, რომელიც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ამ წუთებში მიმდინარეობს, 20-ზე მეტი თურქული  და 34 ქართული კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

თურქული და ქართული კომპანიები სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტურიზმის, მანქანათმშენებლობის, მეტალურგიის, ავეჯის წარმოების, კვების, სამედიცინო და ქიმიური მრეწველობის სფეროებს წარმოადგენენ.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს და თურქეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები, ორმხრივ შეხვედრებზე, მომავალი თანამშრომლობის მიზნით ერთმანეთს საკუთარ ბიზნესს აცნობენ.

საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ორგანიზატორები „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ და საქართველოში თურქეთის საელჩო არიან.

ბეჭდვა