საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გოდერძის უღელტეხილზე, სადაც მალე ახალი კურორტი შეიქმნება, სასტუმრო-კომპლექს „პიაცა ალტას“ მშენებლობას
ჩაუყარა საფუძველი.
აღნიშნულის შესახებ facebook-ზე პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი.
კომპლექსი 5 სასტუმროსგან შედგება, სადაც შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. კომპლექსი ყველა ასაკისა და გემოვნების დამსვენებელს დააკმაყოფილებს.
მშენებლობის პირველი ეტაპი 2013 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო სრული დატვირთვით 2014 წლისთვის ამუშავდება. აღნიშნულ მშენებლობაზე 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.
