„ბანკი კონსტანტა“ თბილისში ახალ სერვისცენტს გახსნის
„ბანკი კონსტანტა“ თბილისში ახალ სერვისცენტს გახსნის
09:16 13.09.2012
„ბანკი კონსტანტა“ თბილისში ორ ახალ სერვისცენტს გახსნის. დღეს ბანკის სერვის-ცენტრი ნავთლუღში გაიხსნება, ხოლო ხვალ - ვაკეში.

როგორც „ბანკ კონსტანტაში“ აცხადებენ, დამატებითი სერვის-ცენტრების გახსნა დედაქალაქში მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პროდუქტებზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.

ორივე სერვის-ცენტრი „ბანკ კონსტანტას“ ახალი კონცეფციის მიხედვით შეიქმნა. კონცეფცია მომხმარებლისთვის მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის ბოლომდე „ბანკი კონსტანტა“ საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ფილიალისა და სერვის-ცენტრის გახსნას გეგმავს.

ბეჭდვა