„საქსტატში“ პირადი სტატისტიკოსის სისტემა დაინერგა
„საქსტატში“ პირადი სტატისტიკოსის სისტემა დაინერგა
18:04 12.09.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირადი სტატისტიკოსის სისტემა დანერგა.

პირადი სტატისტიკოსის სისტემა 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება და „საქსტატის“ ონლაინ კვლევაში ჩართულ ყველა ბიზნეს სუბიექტს მოიცავს.

პირადი სტატისტიკოსი კონსულტაციას გაუწევს კომპანიას, დაეხმარება სტატისტიკური კითხვარის შევსებაში და მიაწვდის მათთვის საინტერესო სტატისტიკურ ინფორმაციას.


ბეჭდვა