"ეკოლიდერთა სკოლა“ 2020 წლის სასწავლო კურსი დასრულდა
"ეკოლიდერთა სკოლა“ 2020 წლის სასწავლო კურსი დასრულდა
14:35 20.08.2020
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის "ეკოლიდერთა სკოლა“ 2020 წლის სასწავლო კურსი დასრულდა.

სწავლების მთავარი მიზანი ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები, ნარჩენების მართვის პოლიტიკა, მდგრადი განვითარების მიზნები, კლიმატის ცვლილება, ატმოსფერული ჰაერი და გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების დაგეგმვა იყო.

პროექტის მიზანი ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა.

პანდემიის გამო საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ღონისძიებები დისტანციურად განხორციელდა.
ბეჭდვა