ლიკანში ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო ოქტომბერში გაიხსნება
ლიკანში ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო ოქტომბერში გაიხსნება
11:53 04.03.2012
საქართველოს საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობით ლიკანში ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება.
პროექტს ყაზახური "ყაზმუნაი გაზის" შვილობილი კომპანია "KMG სერვისი" ახორციელებს.

როგორც "ნიუსპრესს" "საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო ოფიცერმა კახა ხიზანიშვილმა განუცხადა, 152 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა 2011 წლის ოქტომბერში დაიწყო და მისი საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ფონდის თანამონაწილეობა დაახლოებით 45-49%-ი იქნება.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ლიკანის ყოფილი სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი კომპლექსი ყაზახურ კომპანიას 2007 წელს გადასცა. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიზეზით, მშენებლობა მხოლოდ 2011 წლის შემოდგომაზე დაიწყო და შემოდგომაზე დასრულდება.

"საქართველოს საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფომ 2011 წლის 28 ივნისს დააფუძნა. ფონდის ძირითადი მიზანი იმ პროექტების დაფინანსებაა, რომელიც კერძო სექტორმა ვერ განახორციელა.

ბეჭდვა