სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანია „გალფი“ აქციას მართავს
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანია „გალფი“ აქციას მართავს
09:16 12.09.2012
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს, კომპანია „გალფი“ სპეციალურ აქციას - „უფასო საწვავი ყველას“ გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, აქცია ვარკეთილში არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. მის ფარგლებში, ვარკეთილის ბენზინგასამართ სადგურზე 13:00 დან 14:00 საათამდე მისული ყველა მძღოლი 10 ლიტრ საწვავს უფასოდ მიიღებს.

გარდა ამისა, სასწვალო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სპეციალურად ბავშვებისთვის ღონისძიება მოეწყობა, სადაც კომპანიის წარმომადგენლები ბავშვებს შოუს და ბევრ საჩუქარს პირდებიან. ყველა ბავშვს გადაეცემა სასკოლო ჩანთა და შესაბამისი ინვენტარი. პატარების განწყობაზე სპეციალურად მიწვეული ზღაპრის გმირებიც იზრუნებენ.

„გალფი“ სისტემატურად ატარებს უფასო საწვავის აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ბავშვებისთვის მსგავსი ღონისძიებების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.

ბეჭდვა