„თიბისი ბანკი“ გათამაშების გამარჯვებულებს Apple-ის პრიზებით დაასაჩუქრებს
„თიბისი ბანკი“ გათამაშების გამარჯვებულებს Apple-ის პრიზებით დაასაჩუქრებს
17:44 11.09.2012
„თიბისი ბანკი“ განახლებული ინტერნეტ ბანკისა და მობაილ ბანკის მომხმარებელს iPhone4-ის, iPAD 3G-ისა და MacBook Pro-ს მოგების შესაძლებლობას აძლევს.

როგორც „ნიუსპრესს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, პრიზები 12 სექტემბერს, 20:00 საათზე, ლოტოტრონის საშუალებით გათამაშდება.

ლოტოტრონში მოთავსებული იქნება იმ მომხმარებელთა ბილეთები, რომლებმაც აგვისტოში, „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით, მინიმუმ 3 განსხვავებული ტრანზაქცია შეასრულეს და გათამაშების ბილეთები დააგროვეს.

გათამაშების მონაწილეებს შეუძლიათ, ონლაინ რეჟიმში, ლაივსტრიმის მეშვეობით, თვალი ადევნონ გათამაშებას, რომელიც „თიბისი ბანკის“ Facebook-ის გვერდზე შედგება. გათამაშებაზე სამი გამარჯვებული გამოვლინდება.

გარდა ამისა, მათ, ვინც ჯერ კიდევ არ სარგებლობს „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკით, ან აგვისტოს გათამაშებაში არ გაუმართლა, შესაძლობა ეძლევა, Apple-ის პრიზები 12 ოქტომბერს და 12 ნოემბერს მოიგოს, ხოლო 8 დეკემბერს ბანკი სუპერ-პრიზს - ავტომობილ KIA Sportage-ს გაათამაშებს.

დეკემბრის გათამაშებაში მონაწილეობას ის ბილეთებიც მიიღებს, რომლებიც მომხმარებელმა წინა თვეებში, ტრანზაქციების შესაბამისად დააგროვა.
ყველა მომხმარებელს, რომელიც „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკით არ სარგებლობს, საშუალება ეძლევა გათამაშებაში მონაწილოების მისაღებად დარეგისტრირდეს ინტერნეტ ბანკის ვებ-გვერდზე - www.tbconline.ge ან „თიბისი ბანკის“ მობაილ ბანკის აპლიკაცია App Store-დან ან Google Play-დან გადმოტვირთოს.

ბეჭდვა