სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 10 545 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 1 557 386 ლარი შეადგინა
სამელიორაციო  მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან  10 545 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა  1 557 386 ლარი შეადგინა
17:22 24.07.2020
ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

24 ივლისის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 10 545 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 1 557 386 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.

ბეჭდვა