საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს საგადასახადო დანახარჯების შემცირების მიზნით, საქონლის ჩამოწერის ახალი წესების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ,,ბუღლტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
ინფორმაცია, საქონლის ჩამოწერის ახალი, გამარტივებული ნორმების შესახებ, კერძოდ: 100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის განცხადებების საფასურისაგან გათავისუფლების თაობაზე (საქართველოს მთავრობის N96 დადგენილება), საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის საქონლის ჩამოწერის გამარტივებული წესების თაობაზე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანება) და სავაჭრო ობიექტებისთვის სურსათის დანაკარგების თაობაზე (შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N16117) განთავსებულია შემდეგ ბმულებზე
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2800?publication=90
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167835?publication=110
https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?doc_id=10962
