„ვისოლის“ „ავტო ექსპრესი“ საავტომობილო სამუხრუჭე ხუნდების რეალიზაციას იწყებს
„ვისოლის“ „ავტო ექსპრესი“ საავტომობილო სამუხრუჭე ხუნდების რეალიზაციას იწყებს
14:05 11.09.2012
კომპანია „ვისოლის“ „ავტო ექსპრესი“ საავტომობილო სამუხრუჭე ხუნდების რეალიზაციას იწყებს და მომხმარებლებს გერმანული და ჰოლანდიური წარმოების „ატეს“, „ტექსარის“ და „აბს-ს“ ფირმის ხუნდებს სთავაზობს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ატე“ და „ტექსტარი“ გერმანული ბრენდებია, რომელთა პროდუქტები პირველად ხაზზე მიეწოდება ისეთ საავტომობილო გიგანტებს როგორებიცაა - „მერსედეს ბენცი“, „ბე-ემ-ვე“, „აუდი“ და სხვა.

პრესსამსახურის ინფორმაცით, ვისოლის „ავტო ექსპრესი“ მომხმარებელს სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის მომსახურებასაც სთავაზობს.

„მომსახურების ფასები შესრულებული სამუშაოს სირთულის მიხედვით განისაზღვრება და 5-დან – 20 ლარამდე ღირს“-აცხადებს „ვისოლის ავტო ექსპრესის“ დირექტორი გურამ დაფქვიაშვილი.

„ვისოლ ავტო ექსპრესი“ „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან დამკვიდრდა.


ბეჭდვა