საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „საქსტატის“ ფასების სტატისტიკის სამმართველოს შვედი ექსპერტები სტუმრობენ.
სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად, ისეთ საკითხებზე იმუშავებენ, როგორიცაა ექსპორტის ფასების ინდექსის შემუშავება 2011 წლის საექსპორტო მონაცემების საფუძველზე, ყოველთვიური და წლიური ანგარიშების ფორმატის შემუშავება, ასევე მწარმოებელთა ფასების ინდექსისთვის შერჩევის მეთოდების გაუმჯობესება.
3 წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა „საქსტატს“ ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კომპონენტების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
პროექტის ბიუჯეტი 4 მლნ ლარის ეკვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.
