საქართველომ EBRD-ის აღმასრულებელ დირექტორს უმასპინძლა
საქართველომ EBRD-ის აღმასრულებელ დირექტორს უმასპინძლა
12:13 11.09.2012
საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმასრულებელი დირექტორი ანდრას კარმანი ეწვია, რომელიც EBRD-ს ქვეყნების ჯგუფს წარმოადგენს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ჩამოვიდნენ ასევე ჯგუფში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლები, კერძოდ, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ხორვატიისა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროების დელეგაციები.

ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებში განიხილეს საკითხები, რომლებიც ჯგუფში შემავალ ქვეყნებს შორის შემდგომ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

საქართველო აღნიშნულ ჯგუფში წელს გაერთიანდა.

ბეჭდვა