თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება
თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება
11:56 11.09.2012
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის საელჩოს ორგანიზებით, 13 სექტემბერს, თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

ბიზნეს-ფორუმში თურქული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ავეჯის წარმოების, კვების მრეწველობის, მშენებლობის, ტურიზმის, სამედიცინო და ქიმიური პროდუქციის წარმოების, ასევე მეტალურგიის, კარვების წარმოების, საიუველირო და ავტომობილის ნაწილების წარმოების სექტორების წარმომადგენლები.

ფორუმი სასტუმრო „Holiday Inn”-შია დაგეგმილი.

ბეჭდვა