საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13 სოფელში დღეს ბიზნეს-ცენტრები გაიხსნება
საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13 სოფელში დღეს ბიზნეს-ცენტრები გაიხსნება
11:45 11.09.2012
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში, დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13 სოფელში ბიზნეს–ცენტრები გაიხსნება.

როგორც „ნიუსპრესს“ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული სამსახურები აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკითა და თანამედროვე ავეჯით. გარდა ამისა, ცენტრები უზრუნველყოფილია სწრაფი ინტერნეტით.

დღეს ბიზნეს–ცენტრები გაიხსნება ზუგდიდის რაიონის სოფლებში - ჭითაწყარში, ჭკადუაშში, კოკში. ანალოგიური სამსახური გაიხსნება ანაკლიაშიც.

დღესვე ბიზნეს–ცენტრები ფუნქციონირებას დაიწყებს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეში; ხობის რაიონის სოფლებში - ხამისქურში, პირველ მაისში, ახალსოფელსა და შავღელეში.

რაც შეეხება თელავის რაიონს, მასში ბიზნეს-ცენტრები იყალთოში, კისისხევში, შალაურსა და აკურაში განთავსდება.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სოფლებში მდებარე ბიზნეს–ცენტრებში ადგილობრივი მკვიდრები დასაქმდებიან, როლებიც თანასოფლელებს კომპიუტერული უნარ-ჩვევების შესწავლაში დაეხმარებიან.

„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უახლოეს დღეებში სხვადასხვა რეგიონში კიდევ რამდენიმე ბიზნეს–ცენტრი გაიხსნება.

ბეჭდვა