„ტექნო ბუმი“ მომხმარებელს დამატებითი შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს
„ტექნო ბუმი“ მომხმარებელს დამატებითი შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობას აძლევს
11:26 11.09.2012
კომპანია „ტექნო ბუმი” ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებში ყველა მომხმარებელს საშუალება ექნება, დამატებითი თანხა გამომუშაოს.

როგორც „ნიუსპრესს“ „ტექნო ბუმიდან“ აცნობეს, აქციაში ჩართვის მსურველმა მაღაზიის პროდუქციას რეკომენდაცია უნდა გაუწიოს და ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნაცნობებს ურჩიოს, ტექნიკა ყველაზე დაბალ ფასად „ტექნო ბუმში” შეიძონოს.

მყიდველმა მაღაზიაში რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია უნდა დატოვოს, ხოლო ორი თვის მანძილზე გაყიდული ტექნიკის შესაბამისად, რეკომენდატორი 100-დან 10 000 ლარამდე თანხას მიიღებს.

აქციის დასრულების შემდეგ კი, მაქსიმალური შედეგების მქონე რეკომენდატორებს „ტექნო ბუმი“ გაყიდვების მენეჯერის პოზიციას სთავაზოს.

პროექტი დღეს დაიწყო და ორი თვის მანძილზე გაგრძელდება, მასში ჩართვა ნებისმიერი ასაკისა და სამუშაო გამოცდილების მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ.

ბეჭდვა