„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს ექსპრეს განვადებას სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ბანკიდან აცნობეს, ექსპრეს განვადების მიღება მხოლოდ განაცხადის შევსების შემდეგ არის შესაძლებელი, რომელზეც მომხმარებელი პასუხი10 წუთში მიიღებს.
სესხი მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გაიცემა. მაქსიმალური თანხა 5 000 ლარს შეადგენს, ვადა 2 წელია, თანამონაწილეობა კი 0%-დან იწყება.
ამ ეტაპზე, „ვითიბი ბანკის“ განვადება მხოლოდ „ტექნობუმის“ მაღაზიათა ქსელში მოქმედებს, თუმცა, სერვისით სარგებლობა მალე სხვა მაღაზიებშიც იქნება ხელმისაწვდომი.
