„თბილისი მოლში“ ჰიპერმარკეტი „კარფური“ გაიხსნება
„თბილისი მოლში“ ჰიპერმარკეტი „კარფური“ გაიხსნება
15:19 10.09.2012
ფრანგული ბრენდი - ჰიპერმარკეტი „კარფური“ 13 სექტემბერს „თბილისი მოლში“ საზეიმოდ გაიხსნება.

გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება.

საღამოზე საფრანგეთის საელჩოს და სავაჭრო პალატის წარმომადგენლები არიან მიწვეული. სტუმრებს „კარფურის“ წარმომადგენლები მიესალმებიან, შემდეგ კი, ჰიპერმარკეტის დასათვალიერებლად ტური გაიმართება.

„კარფური“ „თბილისი მოლში“ 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება.



ბეჭდვა