დედოფლისწყაროში „საქართველოს ბანკის“ ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
დედოფლისწყაროში „საქართველოს ბანკის“ ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
14:57 10.09.2012
„საქართველოს ბანკმა“ დედოფლისწყაროში ახალი სერვისცენტრი გახსნა. როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, სერვისცენტრი თანამედროვე სტანდარტების  შესაბამისადაა მოწყობილი, რაც მომხმარებლის სწრაფ და კომფორულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს ბანკს“ ქვეყნის მასშტაბით, უკვე 182 სერვისცენტრი აქვს. მათ შორისაა 32 Express სერვისცენტრი. ასევე, მომსახურების ცენტრები განთავსებულია თბილისის მეტროს სადგურებში, სადაც მომხმარებელს 8:00–დან 20:00 საათამდე ემსახურებიან.



ბეჭდვა