გიორგი გახარია: 496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს, ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს
გიორგი გახარია: 496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს, ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს
11:59 25.06.2020
"496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვის მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მსგავსი დადგენილება იქნება, რომელიც დამატებით 500 დევნილს შეეხება.


„წლის ბოლომდე მსგავსი დადგენილებები, ჩვენ კიდევ რამდენიმე გვექნება, რომელიც შეეხება დაახლოებით 500 დევნილს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბეჭდვა