მარინა ეზუგბაია: 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს - ორივე იმპორტირებულია
მარინა ეზუგბაია:  2 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს - ორივე იმპორტირებულია
11:34 23.06.2020
"ჩვენს ცენტრში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა. 2 ახალი დადასტურებული მივიღეთ. ორივე იმპორტირებულია, 2 სტუდენტი, რომელიც სომხეთში სწავლობდა და იქედან დაბრუნებულები კარანტინში იმყოფებოდნენ. ამ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე", - ამის შესახებ  მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ქვეყანაში დადასტურებულია 911 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 768 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.


ბეჭდვა