პაატა კვიჟინაძე: ჩვენთვის მთავარი საკითხი იყო კონკურენტული გარემოს შექნმა და მთავარია კონკურენციაში შევიდეს ბუნებრივი და თხევადი გაზი
 პაატა კვიჟინაძე: ჩვენთვის მთავარი საკითხი იყო კონკურენტული გარემოს შექნმა და მთავარია კონკურენციაში შევიდეს ბუნებრივი და თხევადი გაზი
15:30 10.06.2020
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ბუნებრივ აირის დაბეგვრის და აქციზის რეჟიმტან დაკავშირებით მომზადებული "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანის კანონპროექტი განიხილება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ კოლეგებს, კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის პოზიცია გააცნო.



"კომიტეტში, როდესაც შემოვიდა კანონპროექტი, ჩვენ დავინახეთ, რომ საშიშროება იყო მოსახლეობას გაძვირებოდა გაზის ფასი, ამიტომ ჩვენ საკითხი დავაყენეთ, რომ მთავრობიდან მიგვეღო გარანტია, რომ ეს არ მოხდებოდა. მომხსენებლებმა ეკონომიკის მინისტრის ხელმოწერით ოფიციალური ცნობა მოიტანეს, რომ იმ შემთხვევაში თუ გაზი გაძვირდება, მოსახლეობისთვის ამ თანხის კონპენსირება მოხდება. რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, აქ რამდენჯერმე გაჟღერდა "ბიუჯეტში შემოსავლები", კომიტეტისთვის ეს არის მეოცეხარისხოვანი და არამნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარი საკითხი იყო კონკურენტული გარემოს შექნმა და მთავარია კონკურენციაში შევიდეს ბუნებრივი გაზი და თხევადი გაზი. ეს არის მთავარი თემა! რაც შეეხება თუ როგორ მოიქცა კომიტეტი? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ გაგვერკვია კუთვნი წონა - 1 კილოგრამი თხევადი გაზი და ათასი კუბამეტრი ბუნებრივი გაზი როგორ არის ერთმანეთის მიმართებაში; როგორია ევროპული გამოცდილება; იგივე ეკოლოგიური თემები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ჩვენ მთავრობას გადაუგზავნეთ და ჩვენ კოლეგებთან ერთად ვიმსჯელეთ. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ კომიტეტისთვის მთავარია კონკურენციაში შევიდეს ეს ორი მიმართულება, თუ ვინმეს დასაბუთებული ეჭვი გაუჩნდება, რომ რომელიმე მხარე უკეთეს პირობებში დგება, გთხოვთ მოგვაწოდოთ ეგ ინფორმაცია და თუ კომიტეტი დარწმუნდება, რომ კონკურენცია რომელიმე მხარის მიმართ ირღვევა, პირადად მე და კომიტეტის წევრები ასეთ კანონს მხარს არ დავუჭერთ. მაგრამ რაც დღეს სხდომათა დარბაზში მოვისმინეთ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვთვლი, რომ ეს სწორი პოზიციაა", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.


ბეჭდვა