ატმის ორგანიზებულად რეალიზაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს
ატმის ორგანიზებულად  რეალიზაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს
11:56 10.06.2020
გამომდინარე, გურჯაანის მუცინიპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე შევარჩიეთ ლოკაცია, სადაც მანქანები საექსპორტო პროდუქციით დაიტვირთებიან. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ფერმერებმა, მწარმოებლებმა და ექსპორტიორებმა გაითვალისწინონ უსაფრთხოების წესები, რომლებიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. სახელმწიფო მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ", - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, ქალაქ გურჯაანში არსებული საორგანიზაციო შტაბი, შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში, ატმის მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის ოპერატიულად მოგვარების მიმართულებით იმუშავებს.
სამუშაო შეხვედრას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ბეჭდვა