„სილქნეტის“ პროდუქტს - „სილქტივი საზღვრებს გარეშე“ ამბასადორიალის მონაწილეები გაეცნენ
„სილქნეტის“ პროდუქტს - „სილქტივი საზღვრებს გარეშე“ ამბასადორიალის მონაწილეები გაეცნენ
19:39 07.09.2012
საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული ტელეარხების თვალყურის დევნება კომპანია „სილქნეტის“ მეშვეობით გახდა შესაძლებელი.

„სილქნეტის“ ინფორმაციით, ახალი პროდუქტით - „სილქტივი საზღვრებს გარეშე“ უცხოეთში მცხოვრები ფიზიკური და იურიდიული პირები ისარგებლებენ.
შექმნილია სპეციალური პაკეტი „კომფორტი“, სადაც „სილქტივის“ მაუწყებლობაში არსებული ყველა ქართული არხია შესული.

სატელევიზიო მაუწყებლობის გარდა, პაკეტი „საშინაო სკოლის“ ვიდეოგაკვეთილებით სარგებლობის საშუალებას იძლევა, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ქართული ენისა და ლიტერატურის ათვისებაში დაეხმარება.

„სილქნეტის“ პროდუქტს „სილქტივი საზღვრებს გარეშე“ დღეს დიპლომატიური კორპუსი და „ამბასადორიალის“ მონაწილეები გაეცნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონში“ გამართეს.

„სილქტივი OTT“ სერვისის მისაღებად გეოგრაფიული არეალი შეზღუდული არაა. ძირითადი მოწყობილობების კომპლექტი მომხმარებელს საკუთრებაში გადაეცემა და მისი შეძენა 130 ლარად, თბილისის აეროპორტსა და „სილქნეტის“ მთაწმინდის სერვის ცენტრშია შესაძლებელი.

მომსახურების ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 25 ლარია.

ბეჭდვა