ბანკი „რესპუბლიკა“ სტუდენტებს სწავლის დასაფინანსებლად სესხს სთავაზობს
ბანკი „რესპუბლიკა“ სტუდენტებს სწავლის დასაფინანსებლად სესხს სთავაზობს
19:16 07.09.2012
ბანკი „რესპუბლიკა“ სტუდენტებს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მისაღებად სპეციალურ სესხს სთავაზობს.

როგორც „ნიუსპრესს“ „რესპუბლიკიდან“ აცნობეს, ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სტუდენტებს სესხის მიღება როგორც ლარში, ისე აშშ დოლარში შეუძლიათ. ერთი წლის სწავლის საფასური, მაქსიმუმ, 10 000 ლარი ან ეკვივალენტი აშშ დოლარია, სესხის მაქსიმალური ვადა კი - 12 თვე.

ამასთან, სესხის მისაღებად სტუდენტს გარკვეული შემოსავლის მქონე თანამსესხებელი დასჭირდება.

რაც შეეხება მაგისტრის ხარისხის მისაღებად სესხის პირობებს, ერთი წლის სწავლის საფასური 15 000 ლარს ან აშშ დოლარის ეკვივალენტს არ უნდა აღემატებოდეს. სესხის მაქსიმალური ვადა ლარის შემთხვევაში - 24 თვე, ხოლო აშშ დოლარის შემთხვევაში - 48 თვეა.

სესხის მისაღებად სტუდენტს თანამსესხებელი ამ შემთხვევაშიც დასჭირდება.

ბანკი „რესპუბლიკა“ აცხადებს, რომ სტუდენტთა მოტივაციის ასამაღლებლად და მათი წახალისების მიზნით ბაკალავრიატის ერთი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ბანკი „რესპუბლიკა“ სესხის საპროცენტო განაკვეთს მომდევნო წლის სწავლის საფასურის დასაფინანსებლად 1%-ით შეამცირებს.

აგრეთვე, სესხით სარგებლობის შემთხვევაში მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს საჩუქრად გადაეცემათ საბანკო ბარათი VISA GOLD პირველი წლის მომსახურების საკომისიოს გარეშე.

სტუდენტები ასევე ისარგებლლებენ 15 თვემდე განვადების სპეციალური 0%-იანი პირობებით კომპიუტერული ტექნიკის და მობილური ტელეფონების შეძენაზე.

ბეჭდვა