Renault-მა რომის პაპს ორი ექსკლუზიური ელექტრომობილი გადასცა
Renault-მა რომის პაპს ორი ექსკლუზიური ელექტრომობილი გადასცა
18:22 07.09.2012
კომპანია Renault-მ რომის პაპს ბენედიქტ XVI-ს საჩუქრად 2 უახლესი მოდელის ელექტრომობილი გადასცა.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ელექტრომობილები პაპის სატრანსპორტო საშუალების მოთხოვნილებებს სრულად აკმაყოფილებს.

საჩუქარი რომის პაპს თავად კომპანიის გენერალურმა დირექტორმა კარლოს გონმა, საზაფხულო რეზიდენცია კასტელ განდოლფში გადასცა.

ერთი ელექტრომობილი სპეციალურად პაპისთვისაა შექმნილი. ის თეთრი ფერისაა და კარზე რომის პაპის გერბი აქვს ამოტვიფრული. მეორე - ლურჯი ფერის ელექტრომობილი პაპის უსაფრთხოების თანამშრომლებისთვისაა გათვალისწინებული.

ექსკლუზიური ელექტრომობილები 4 მგზავრზეა გათვლილი და მოძრავი სახურავისა და ელექტრო კიბეებითაა აღჭურვილი.



ბეჭდვა