ლარი მკვეთრად გამყარდა
17:17 04.06.2020
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,9841-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,3422 ლარია.