ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობა მაია მერედოვამ დაიკავა
ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობა მაია მერედოვამ დაიკავა
12:05 07.09.2012
პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს  ბიზნეს-ომბუდსმენად მაია მერედოვა დაინიშნა.

აღნიშნულ თანამდებობაზე მან გიორგი პერტაია შეცვალა, რომელიც საინვესტიციო სააგენტოში აგრძელებს მუშაობას.

მაია მერედოვა 2006 წლიდან „პროკრედიტ ბანკი საქართველო"-ში მუშაობდა. 2010-2012 წლებში იგი „პროკრედიტ ბანკი საქართველო"-ს გენერალური დირექტორი იყო.


ბეჭდვა