ქართველმა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში თავისი აქტივების გაყიდვის პროცესი დაასრულა. ამ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
კომპანია „უნიკორზე“ დაყრდნობით სააგენტო აცხადებს, რომ აგროსამრეწველო კორპორაცია "Стойленская нива“-ს ამერიკული საინვესტიციო ფონდი Arco International Group ყიდულობს.
გარიგების თანხა 180 მლნ ამერიკული დოლარია.
მხარეები გაყიდვასთან დაკავშირებული პროცესის დასრულებას უახლოესი ორი თვის განმავლობაში ვარაუდობენ.
რუსეთში დარჩენილი მისი ბოლო ქონების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია დღეს ბიძინა ივანიშვილმაც დაადასტურა.
