საქართველოში კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საქმიანობასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიაა შექმნილი.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ-ყაზახური კომისია მუშაობს იმისთვის, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გამართულად ფუნქციონირებდეს და ემსახურებოდეს მოქალაქეებს.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მინდია გულუა მის შესყიდვას აპირებდა. „ნიუსპრესი“ აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ დაუკავშირდა, რომლის პრესსამსახურშიც განაცხადეს, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
