ქობალიას განცხადებით, წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტიციების ოდენობა 20%-ით გაიზარდა
ქობალიას განცხადებით, წლის პირველ კვარტალში საქართველოში ინვესტიციების ოდენობა 20%-ით გაიზარდა
15:19 06.09.2012
თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ელჩებს საქართველოში მომავალი წლის განმავლობაში  განსახორციელებულ ეკონომიკურ პროექტებზე მიაწვდის ინფორმაციას.

როგორც დიპლომატებთან შეხვედრამდე ვერა ქობალიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტრო ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქართველ ელჩებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

ქობალიას თქმით, გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ხელშესაწყობად და უცხოური ინვესტიციების ზრდის უზრუნველსაყოფად, როგორც ევროპის ისე აზიის ქვეყნებში.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ვერა ქობალიას განცხადებით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ვითარება კარგია და წლის პირველ კვარტალში, უცხოური ინვესტიციების ოდენობამ 250 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც შარშანდელი იგივე პერიოდის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.





ბეჭდვა