2012-2013 წლების მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში საქართველოს 77- ე ადგილი უჭირავს.
World Economic Forum-ის რეიტინგში სულ 144 ქვეყანა შედის და იგი სხვადასხვა ჭრილშია განსაზღვრული.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლით, საქართველო 53-ე ადგილზეა, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით - 88-ზე, ინსტიტუციების მიხედვით - 61-ზე, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული გადამზადების კუთხით - 93-ეზე, სასაქონლო ბაზრის ეფექტურობის თვალსაზრისით - 82-ზე, ფინანსური ბაზრის განვითარებით - 93-ე, შრომითი ბაზრის ეფექტურობით - 35-ზე, ტექნოლოგიური მზაობის კუთხით -76-ზე, ბაზრის სიდიდით -99-ე, ინოვაციითა და განვითარების სექტორით -120-ე, ბიზნესის განვითარებით - 113-ე, ხოლო ინოვაციების მიხედვით საქართველოს - 126-ე ადგილი უჭირავს.
გარდა ამისა, საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებიდან დაფინანსების ხელმისაწვდომობა - 15,4 ქულით შეფასდა, კვალიფიკაციის შეუსაბამობა - 13,4 ქულით, ინფლაცია - 11,1-ით, მუშახელში სამუშაო გამოცდილების ნაკლებობა - 10,2-ით, ინფრასტრუქტურის არაადეკვატური უზრუნველყოფა - 7,8-ით, პოლიტიკური არასტაბილურობა - 9,5 ქულით, კომუნალური გადასახადების სიდიდე - 6,0 ქულით, სახელმწიფოს არასტაბილურობა - 4,1 ქულით, არაეფექტური სახელმწიფო ბიუროკრატია - 3,8-ით, საზოგადოებრივი ჯანდაცვა - 3,3-ით, კორუფცია - 2,2-ით, გადასახადების რეგულაცია - 9,6-ით, ამკრძალავი შრომითი რეგულაციები - 2,1-ით, საგარეო ვალუტის რეგულაცია - 1,3-ით, ხოლო კრიმინალი და ქურდობა 0,1 ქულით შეფასდა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის სათავეში შვეიცარიაა. ათეულში შედიან სინგაპური, ფინეთი, შვედეთი, ჰოლანდია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ჰონგ-კონგი და იაპონია.
