ქართული კომპანიები „საქსტატს“ ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში წარუდგენენ
ქართული კომპანიები „საქსტატს“ ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში წარუდგენენ
12:37 06.09.2012
ოქტომბრიდან ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ, „საქსტატს“ ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში, გამარტივებული ფორმით წარუდგინონ.

აღნიშნული სიახლე „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს გააცნო.

ჭელიძის თქმით, სიახლე მნიშვნელოვნად აადვილებს „საქსტატისთვის“ ინფორმაციის მიწოდებას, ამასთან, მარტივდება სპეციალური ფორმები, რომელთა შესაბამისადაც ინფორმაციის წარდგენა ხდება.

ოქტომბრიდან თითოეულ კომპანიას საშუალება ეძლევა დარეგისტრირდეს შესაბამის ვებ-გვერდზე, მიუთითოს საქმიანობის სფეროები და მათ შესახებ სტატიტიკური მონაცემები პერიოდულად მიიღოს.

გარდა ამისა, კომპანია მის მიერ წინა პერიოდში წარდგენილი ინფორმაციის ნახვასაც შეძლებს.

ბიზნეს სტატისტიკის კვლევის ონლაინ პორტალის შემუშავების პროცესში „საქსტატმა“ კონსულტაციები ბიზნესის წარმომადგენლებთანაც გაიარა.

ბეჭდვა