„ბანკი კონსტანტა“ მარტყოფში ახალ სერვის-ცენტრს გახნის
„ბანკი კონსტანტა“ მარტყოფში ახალ სერვის-ცენტრს გახნის
09:39 06.09.2012
„ბანკი კონსტანტა“ ქვემო ქართლის რეგიონში, სოფელ მარტოფში დღეს ახალ სერვის-ცენტრს გახსნის.

ამასთან, ბანკის ინფორმაციით, სერვის-ცენტრის გახსნა, ხვალ კახეთის რეგიონში, სოფელ კაბალშიც იგეგმება.

ბანკში განმარტავენ, რომ დამატებითი სერვის-ცენტრების აუცილებლობა კახეთსა და ქვემო ქართლში „ბანკი კონსტანტას“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პროდუქტებზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.

ორივე სერვის-ცენტრი „ბანკი კონსტანტას“ მიერ შექმნილი ახალი კონცეფციის მიხედვითაა მოწყობილი. იგი მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ითვალისწინებს.

2012 წლის ბოლომდე „ბანკი კონსტანტა“ საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ფილიალისა და სერვის-ცენტრის გახსნას გეგმავს.


ბეჭდვა