„საქსტატის“ ხელმძღვანელი ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდება
„საქსტატის“ ხელმძღვანელი ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდება
09:27 06.09.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდება.

როგორც „ნიუსპრესს“ საქსტატიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში დანერგილ სიახლეებს შეეხება.

კერძოდ, „საქსტატი“ სტატისტიკური გამოკვლევების ონლაინ რეჟიმზე გადადის. შესაბამისად, ბიზნეს ასოციაციის წევრები სწორედ ამ სიახლესთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიიღებენ.

შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში შედგება.

ბეჭდვა