ბაინდურაშვილი კაზინოს ინვესტორთა საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა
ბაინდურაშვილი კაზინოს ინვესტორთა საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოვიდა
18:29 05.09.2012
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა აჭარის მთავრობისა და „ჯი ბი მედიაკორპორეიშენ“-ის ორგანიზებით გამართულ კაზინოს ინვესტორთა პირველ საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობა მიიღო.

პალატის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი საქართველოს და ბათუმის საინვესტიციო პოტენციალით, ასევე სათამაშო ბიზნესის განვითარების პერსპექტივით მსოფლიოში კაზინოს მსხვილი ინვესტორების დაინტერესებაა.

სიტყვით გამოსვლისას კახა ბაინდურაშვილმა კონგრესის მონაწილეებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო, კაპიტალის დაბანდებისთვის საინტერესო ტურისტული, ბიზნეს, ურბანული და სხვა პროექტები გააცნო. მას ასევე ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის გატარებულ სტრუქტურულ და საკანონმდებლო რეფორმებზე ისაუბრა.

საერთაშორისო კონგრესი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ გახსნა. კონგრესში კაზინოს ინვესტორთა ორგანიზაციების 15 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.



ბეჭდვა