საქართველოში ინფლაციის დონემ მიმდინარე წლის აგვისტოში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, -0,4% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები 2,8%-ით შემცირდა. ჯგუფში ფასების 15%-იანი კლება დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე, 10,1%-ით იკლო ფასმა შაქარსა და სხვა ტკბილეულზე, ხოლო პურისა და პურ-პროდუქტების ფასი 7,8%-ით შემცირდა.
ამასთან, ფასები 6,7%-ით გაიზარდა თევზეულზე, ხოლო უალკოჰოლო სასმელები 3%-ით გაძვირდა.
აღნიშნულ პერიოდში ფასების 4,9%-იანი ზრდა სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ჯგუფზეც დაფიქსირდა.
