აგვისტოში ინფლაციის დონემ 0,1% შეადგინა
აგვისტოში ინფლაციის დონემ 0,1% შეადგინა
19:13 03.09.2012
საქართველოში ინფლაციის დონემ მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, 0,1% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები 0,2%-ით შემცირდა. ჯგუფში ფასების 6,1%-იანი კლება დაფიქსირდა ბოსტნეულზე, ბაღჩეულზე, კარტოფილსა და სხვა ბოლქვოვანებზე; ხოლო ხილსა და ყურძენზე ფასმა 3,2%-ით იკლო. ამასთან, რძე, ყველი და კვერცხი 4%-ით გაძვირდა.

აღნიშნულ პერიოდში ფასების 1,2%-იანი ზრდა ტრანსპორტის ჯგუფზეც დაფიქსირდა. მაგალითად, 2,7%-ით გაძვირდა საწვავ-საპოხ მასალები.

ბეჭდვა