გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაცია" ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟო სისტემების ადღგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ზემო ქვალონში ნატანი მასისაგან იწმინდება მ-1 დამშრობი მასივის წყალშემკრები არხები და კვალთაშორისი ორნატები, რომელთა საერთო სიგრძე 13 000 მეტრს შეადგენს.
სამელიორაციო ღონისძიებები 30 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამშრობი მასივის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები არ დაიტბორება.
დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია თვის ბოლოს დაასრულებს.
