ლარმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა
ლარმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა
17:14 25.03.2020
საქართველოს ეროვნული ვალუტა მკვეთრი გაუფასურების ტენდენციას აგრძელებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ ამერიკულ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3,4576-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,7370 ლარია.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო ბაზარზე მორიგი ინტერვენცია განახორციელა და 40 მილიონი დოლარი გაყიდა.

ბეჭდვა