სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს სპეციალური რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გააცნო
 სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ  აგრარული  ბაზრების  წარმომადგენლებს  სპეციალური რეკომენდაციები კიდევ ერთხელ გააცნო
14:34 23.03.2020
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან. ბიზნესოპერატორებს განემარტათ, რომ ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია გაზარდონ რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე ობიექტებზე. აუცილებელია დაიცვან ჰიგიენის ნორმები : პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი თავსაბურავით, პირბადითა და ხელთათმანით; გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა; უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის დაცვა; სურსათის დამუშავების, ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციის დროს უზრუნველყონ ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.



სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს რეკომენდაციები მთელი საქართველოს მასშტაბით მიაწოდა.



ბეჭდვა