საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2012 წლის პირველი აგვისტოსათვის 7.8 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 643.2 მლნ ლარით ანუ 9%-ით მეტია მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის არსებულ მონაცემებეზე.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსთვის 62.44 პროცენტი შეადგინა - 0.11 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.4%-ზე დაფიქსირდა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 8.2%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.8%, ხოლო ევროს წილმა 16.6% შეადგენა.
